ახალი ამბები

თბილისში ფოტოხაფანგებმა წელს 35 დარღვევა გამოავლინა, ჯარიმების ოდენობა 48 ათასს აღწევს

4 ივნისი, 2021 • 3730
თბილისში ფოტოხაფანგებმა წელს 35 დარღვევა გამოავლინა, ჯარიმების ოდენობა 48 ათასს აღწევს

თბილისის მერიიდან ნეტგაზეთისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქში დამონტაჟებული ფოტოხაფანგების მეშვეობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, გარემოს დაბინძურებაზე 35 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

საჯარიმო თანხის რაოდენობამ კი დროის ამ პერიოდში 47 600 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წლის განმავლობაში ფოტოხაფანგების მეშვეობით სულ გამოვლინდა 89 სამართალდარღვევა და საჯარიმო თანხის რაოდენობამ 70 300 ლარი შეადგინა.

მერიის განცხადებით, სამშენებლო და ინერტული (მიწა) ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები 500 ლარიდან 30 ათას ლარამდეა, რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, 1 კუბ.მეტრამდე – ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიულ პირი კი 2000 ლარით; 50 და მეტ კუბ.მეტრზე  ფიზიკურ პირზე ჯარიმის რაოდენობა 15 000 ლარს შეადგენს, იურიდიულ პირზე კი — 30 000 ლარს.

მუნიციპალურ (ე.წ. საყოფაცხოვრებო) ნარჩენებზე: 2 კილოგრამამდე ჯარიმის ოდენობა 80 ლარია, 1მ³ მეტი — ფიზიკურ პირზე 1000 ლარი, იურიდიულ პირზე 3000 ლარი. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით კანონდარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი