ახალი ამბები

ბრაზილიური ქალაქი სინოვაკით აცრის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდა

2 ივნისი, 2021 • 1268
ბრაზილიური ქალაქი სინოვაკით აცრის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდა

ბრაზილიის ქალაქ სერანაში, რომელშიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინით აიცრა, მხოლოდ ერთი კრიტიკული პაციენტია.

ექიმების ცნობით, პაციენტმა, რომელიც ადგილობრივ კლინიკაშია მოთავსებული, სინოვაკით ვაქცინაციაზე უარი განაცხადა, რადგან ფაიზერის მიერ წარმოებულ ვაქცინას ელოდებოდა.

ინფორმაციას ამერიკული AP news [ასოშიეთედ პრესს] ავრცელებს.

ქალაქი სერანა, სადაც თითქმის 46 000 ადამიანი ცხოვრობს, ზრდასრული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აცრის შემდეგ სრულიად დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ წესს.

ქალაქში ჩატარებული ვაქცინაცია არის ექსპერიმენტის ნაწილი, რომელიც ც პროექტი S-ის სახელითაა ცნობილი. ის ოთხი თვე გაგრძელდა და სინოვაკის მიერ წარმოებული ვაქცინის რეალურ პირობებში ტესტირებას გულისხმობდა.

ქალაქში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობამ მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, ქალაქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა 95 %-ით, ჰოსპიტალიზაცია- 86%-ით, ინფიცირების მაჩვენებელი ლი, რასაც ახლდა სიმპტომები – შემცირდა 80 პროცენტით.


სინოვაკის ვაქცინამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მოიპოვა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოს საჩუქრად გადასცა.

ფოტო გარეკანზე: AP, ქალაქი სერანა

მასალების გადაბეჭდვის წესი