ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო სომეხ სამხედროებს აზერბაიჯანელების მიმართ მძიმე დანაშაულების ბრალდებით ასამართლებს

2 ივნისი, 2021 • 1474
ბაქო სომეხ სამხედროებს აზერბაიჯანელების მიმართ მძიმე დანაშაულების ბრალდებით ასამართლებს

ბაქოში ორი სომეხი სამხედრო პირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება. აზერბაიჯანული მხარე მათ ედავება ყარაბაღის პირველი ომის დროს აზერბაიჯანელი ტყვეების მიმართ ერევანსა და ყარაბაღის ქალაქ შუშის ციხეში ჩადენილ მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, აზერბაიჯანელ სამხედროთა წამებას.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ორივე პირი 2020 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას დააკავეს.

დაკავებულ სომეხ სამხედროებს აზერბაიჯანის სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავება: წამება, ომის კანონების დარღვევა, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა  და ა.შ.

სომხური მხარე აზერბაიჯანს რამდენიმე ასეული სამხედროს დატყვევებაში ადანაშაულებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი