ახალი ამბები

ჯანმომ სინოვაკის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

1 ივნისი, 2021 • 971
ჯანმომ სინოვაკის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

პირველ ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

საუბარია ჯანმოს „გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციაზე“, რაც უკვე ჰქონდა „სინოფარმს“, „ასტრაზენეკას“ და სხვა რამდენიმე ვაქცინას.

„სინოვაკით“ ვაქცინაცია საქართველოში მაისის ბოლოს დაიწყო. ქვეყანამ „სინოვაკის“ 100 000 დოზა „სინოფარმის“ ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი