ახალი ამბები

პრემიერი ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას პარლამენტში ივნისში წარადგენს

1 ივნისი, 2021 • 1090
პრემიერი ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას პარლამენტში ივნისში წარადგენს

აპრილის დასაწყისში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელსაც არაუგვიანეს 31 მაისისა, უნდა შეემუშავებინა და მთავრობისთვის წარედგინა ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა.

მთავრობასაც და რეფორმების უწყებათოშორის საბჭოსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები არიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ეტაპზეა და წარედგინა თუ არა მთავრობას ათწლიანი გეგმა განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ. მთავრობის სხდომა 31 მაისს გაიმართა, თუმცა ათწლიანი გეგმის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა.

“პირველად დოკუმენტზე მუშაობა სამინისტროების მიერ უკვე დასრულებულია. პროცესში ერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს პარლამენტის წევრები. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ივნისში პარლამენტში წარადგენს”, — განუცხადეს “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი