ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

1 ივნისი, 2021 • 750
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით, 10 099 კი -PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 65, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 980, აჭარაში – 416, იმერეთში – 480. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 0.

6 ოქტომბრიდან – 31 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  24 805 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 299 პირი, აჭარაში – 2 181, იმერეთში – 1 573.

მასალების გადაბეჭდვის წესი