ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

1 ივნისი, 2021 • 2275
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, პირველ ივნისს, სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი