ახალი ამბები

შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ ინსტიტუტებზე – გახარია ჩხარტიშვილზე, მამაცაშვილზე და ფარცხალაძეზე

31 მაისი, 2021 • 1009
შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ ინსტიტუტებზე – გახარია ჩხარტიშვილზე, მამაცაშვილზე და ფარცხალაძეზე

გიორგი გახარია ამბობს, რომ უჩა მამაცაშვილს, ოთარ ფარცხალაძესა და ვანო ჩხარტიშვილს გარკვეული გავლენა შესაძლოა ჰქონდეთ ქვეყნის ზოგიერთ ინსტიტუტზე, თუმცა ამატებს, რომ ამას ფაქტებით გამყარება სჭირდება. ასე უპასუხა გახარიამ კითხვას, უწყობდნენ თუ არა ისინი ხელს ქვეყანაში სისტემური კორუფციის რისკების გაჩენას.

“ქვეყანაში სისტემური კორიფციის ნიშნების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი ინსტიტუტები. ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, შეიძლება გარკვეული ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე ჰქონდეთ… ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგჯერ-არა. ამას კონკრეტული ფაქტები სჭირდება. სადაც მქონია შესაძლებლობა და სადაც ასეთი ფაქტები მქონია, იქ ეს კარები ყოველთვის დამიკეტია.”

-ამ ადამიანებისთვის დაგიკეტიათ კარები? კონკრეტულად ჩამოთვლილი პირებისთვის?

“ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის – დიახ”, -განაცხადა გახარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი