ნეტგაზეთი | დაქორწინებულ წყვილებს ჩინეთში სამი შვილის გაჩენა შეეძლებათ დაქორწინებულ წყვილებს ჩინეთში სამი შვილის გაჩენა შეეძლებათ – Netgazeti
Batumelebi | RU

დაქორწინებულ წყვილებს ჩინეთში სამი შვილის გაჩენა შეეძლებათ

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ჩინეთში დაქორწინებულ წყვილებს ამიერიდან 3 შვილის ყოლაც შეეძლებათ. მანამდე ქვეყანაში 2 შვილზე მეტის ყოლა იკრძალებოდა.

როგორც Reuters წერს, ჩინეთის ოფიციალური უწყებები შეზღუდვის შემსუბუქებას შობადობის კლებით ხსნიან.

“სამომავლოდ, შობადობის პოლიტიკის ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჩვენ დავნერგავთ „ქორწინებაში მყოფი ერთი წყვილისთვის სამი შვილის ყოლის“ პოლიტიკას“ ,— ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.

ამ ცვლილებამ ჩინეთის პოპულაციის სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს და გაზარდოს სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბავშვის აღზრდის ხარჯები ჩინეთში მაღალია, მხოლოდ შეზღუდვის შემსუბუქება ეფექტიანი ვერ იქნება. ცვლილების პარალელურად, ქვეყანაში მცირე გამოკითხვა ჩატარდა, სახელწოდებით „მზად ხართ მესამე ბავშვის პოლიტიკისთვის“?.

31 ათასი გამოკითხულიდან 29 ათასი ამბობს, რომ ამაზე არასდროს იფიქრებდნენ, დანარჩენმა კი უპასუხა, რომ ან მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის, ან სამომავლოდ ფიქრობს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან