ნეტგაზეთი | მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო – TI მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო – TI – Netgazeti
RU | GE  

მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო – TI

ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით,  ბოლო პერიოდში საქართველოში  შეუქცევადი ხასიათი მიიღო მედიაგარემოს გაუარესებამ.

ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია წერს, რომ პროფესიული საქმიანობა საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებითსვის, განსაკუთრებით კი, მედიის წარმომადგენელებისთვის.

„მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება – ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ  გახშირებული ძალადობის ფაქტები“, – წერს ორგანიზაცია.

„გამჭვრივალობა“ აცხადებს, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა მედიაზე ძალადობის, ხელშეშლის, მუქარის, ფარული მოსმენისა და სხვა ფაქტები. ასევე, „კომუნიკაციების კომისიის“ მიერ ინსტიტუციურ დევნად შეფასებული გადაწყვეტილებები.

ვრცლად ეს ანგარიში წაიკითხეთ აქ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან