ახალი ამბები

2020 წლის აპრილთან შედარებით, როცა ქვეყანაში “ლოქდაუნი” იყო, წლევანელი მშპ 44.8%-ით გაიზარდა

31 მაისი, 2021 • 884
2020 წლის აპრილთან შედარებით, როცა ქვეყანაში “ლოქდაუნი” იყო, წლევანელი მშპ 44.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, ხოლო  2021 წლის პირველი ოთხი თვის მშპ-ს საშუალო ზრდის მაჩვენებელი 8.1%-ია. გასული წლის აპრილში საქართველოში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სრული “ლოქდაუნი” იყო გამოცხადებული, რის გამოც გასულ წლის აპრილში მშპ-ს შემცირებამ 16%-ს გადააჭარბა.

საქასტატის თანახმად, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგში.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 10%-ით გაიზარდა იმპორტიც და დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი იყო. მიმდინარე წლის აპრილში 90%-ს გაადაჭარბა გასული წლის აპრილთან შედარებით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ და, ჯამში, 8.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი