ახალი ამბები

აღმოჩენილია ფალსიფიცირებული სადეზინფექციო ხსნარები — საგამოძიებო სამსახური

31 მაისი, 2021 • 1156
აღმოჩენილია ფალსიფიცირებული სადეზინფექციო ხსნარები — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის შემთხვევა და ორი კომპანიის ხელმძღვანელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. გამოძიების ვერსიით, ეს პირები წილკანსა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებსა და საამქროებში ამზადებდნენ სადეზინფექციო საშუალებებს და შემდეგ ყიდდნენ.

“ექსპერტიზით დადგენდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,” — აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 197 (1)მუხლით მიმდინარეობს, რაც
თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი