ახალი ამბები

სააკაშვილი განმარტავს რატომ აღარ უჭერს მხარს გიგანტურ ჰესებს

30 მაისი, 2021 • 1828
სააკაშვილი განმარტავს რატომ აღარ უჭერს მხარს გიგანტურ ჰესებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს რატომ უჭერდა წარსულში მხარს გიგანტურ ჰესებს და რატომ აკეთებს დღეს სხვა ტიპის განცხადებებს ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

ექსპრეზიდენტის თქმით, მაშინ წყლისა და ქარის ენერგია უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ჰესი, თუმცა დღეს შეიცვალა ტექნოლოგიები, გარემოებები და კონტექსტი.

“ეს რომელ წლებში ვიყავი მომხრე? 10-15 წლის წინ ხომ? დიახ, ვიყავი მომხრე, თუმცა არასოდეს დავამტკიცებდით პროექტს, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქუთაის ან რიონს გააქრობდა და მილში ჩაიყვანდა.

10 და 15 წლის წინანდელი რეალობა, ხალხო ნუ გაიყინეთ სივრცეში, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებსაც, ვინც ამას მხარს უჭერს და მოწინააღმდეგეებსაც. 15 წლის წინ რაც იყო და ახლა რაცაა, ეს ორი სხვადასხვა რეალობაა. მაშინ მზის და ქარის ენერგია უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ჰიდრო და სხვა წყაროები ენერგიის. ახლა გერმანიაში დგას 30 ათასი ტურბინა, 57 ათას მგვტ-ს გამოიმუშავებს გერმნია, გერმანია საქართველოზე 10 ჯერ დიდია. საქართველოს დღევანდელი მოთხოვნით არსებული ჰესების გარდა მაქსიმუმ 1000 მეგავატი სჭირდება. ჰოლანდიამაც უარი თქვა გაზის მოპოვებაზე და მთლიანად გადადის ალტერნატიულ ენერგიაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება არა გიგანტური ჰესები, არამედ ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი