ახალი ამბები

ანა დოლიძე “ნამახვანჰესზე” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

28 მაისი, 2021 • 1466
ანა დოლიძე “ნამახვანჰესზე” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა.

“მივმართავ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. საზოგადოებაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა”, — განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება იწვევს ბევრ გაურკვევლობას, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე სრულად ეკისრებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც ღიად არ ესაუბრებიან ხალხს და არ ცდილობენ პასუხის გაცემას ბევრ იმ საეჭვო გარემოებაზე, რაც ხელშეკრულებაშია აღმოჩენილი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი