ახალი ამბებირეკლამა

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში – 3 პროდუქტი წამყვანი კორეული ბრენდისგან

28 მაისი, 2021 • 4437
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში – 3 პროდუქტი წამყვანი კორეული ბრენდისგან

გვიანი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი სწორედ ის დროა, როცა მზისგან დამცავი, დამატენიანებელი კრემების გამოყენება უნდა დავიწყოთ კანის გამაცოცხლებელი ტონერებითა და გამწმენდი ბალზამით

ამჯერად Mizon-ის კოსმეტიკურ საშუალებებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და სანამ უშუალოდ პროდუქტის დახასიათებას შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ Mizon/მიზონი უმაღლესი ხარისხის სამხრეთ კორეული კოსმეტიკური ბრენდია, მისი ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიულია და განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის

Mizon-ის პოპულარობას მაღალი ხარისხი, ეფექტურობა და, ასევე, ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს, რაც ბევრი ქალისთვის მნიშვნელოვანი საკითხია

მაშ ასე, გთავაზობთ Mizon/მიზონის გაზაფხულიზაფხულისთვის განკუთვნილ სამ კოსმეტიკურ საშუალებას, რაც მინიმალური, საწყისი ბაზაა იმისათვის, რომ თქვენი კანი ამ გაზაფხულზე იდეალურად გამოიყურებოდეს

Mizon/CICALURONIC SPF50+ 1860 – მზისგან დამცავი მკვებავი კრემი

ეს ჰიპოალერგიული, წყალგამძლე კრემი საუკეთესოდ იცავს კანს მზის სხივების მავნე UVA/UVB ზემოქმედებისგან. „მიზონისმზისგან დამცავი კრემი ამშვიდებს და ატენიანებს კანს.

Mizon/CICALURONIC SPF50+ 1860 - მზისგან დამცავი მკვებავი კრემი

იგი შეიცავს უნიკალური მცენარისაზიური ცენტელას ექსტრაქტს და 5 სხვადასხვა ტიპის ჰიალურონის მჟავას, რაც კანის სიგლუვისა და წყლის ბალანსის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. 

 ალოეს, მწვანე ჩაის და კიტრის ექსტრაქტები კრემს გრილ, სასიამოვნო სურნელს ანიჭებს, კრემი მსუბუქად დაიტანება კანზე და ეფექტურად დაგიცავთ მზის მავნე გამოსხივებისგან

Mizon/CICALURONIC – სახის გამწმენდი ბალზამი

დაუშვებელია თუნდაც მსუბუქი მაკიაჟის სახეზე დატოვება დღის ბოლოს. კანის ფორებში რომ უსიამოვნო, შავი წერტილები არ გაჩნდეს, აუცილებელია მაკიაჟი სპეციალური გამწმენდით მოიშოროთ

სწორედ ეს ფუნქცია აქვს „მიზონის“ გამწმენდ ბალზამს, რომელიც აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი

„მიზონის“ ბალზამით შეგიძლიათ მაკიაჟისგან გაისუფთაოთ როგორც სახის კანი, ასევე თვალები

ჟოჟობას, კურკუმას, ალოეს და აზიური ცენტელას ექსტრაქტების სურნელი მაკიაჟის მოშორების რუტინას სასიამოვნო პროცესად აქცევს

Mizon/CICALURONIC - სახის გამწმენდი ბალზამი

აქვე გეტყვით, რომ CICALURONIC-ის გამწმენდ ბალზამს 8 სახეობის ჰიალურონის მჟავის წყალობით ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებებიც აქვს, რაც დადებითად მოქმედებს პრობლემურ, გაღიზიანებულ კანზე. 

„მიზონის“ ეს ბალზამი ამცირებს შეშუპებასა და სიწითლესაც

გამოყენება მარტივია: დაიტანეთ მცირე რაოდენობით ბალზამი სახესა და თვალებზე. როცა ბალზამი კანზე დატანისას ზეთოვან კონსისტენციად იქცევა და კარგად შეერევა მაკიაჟის ნარჩენებს, ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით

Mizon/CICALURONIC – სახის ტონერი

94% ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული CICALURONIC ტონერი აცოცხლებს და ატენიანებს კანს

„მიზონი“ ამ ტონერს აქვს ქაფისებური, მსუბუქი კონსისტენცია, არაწებოვანი სტრუქტურით

ტონერი კანის ღრმა ფენებში აღწევს, ხანგრძლივად ატენიანებს მას და სძენს ელასტიურობას

გვირილა, პროპოლისი და მწვანე ჩაი „მიზონის“ ამ ტონერს ანიჭებს უნარს ერთდროულად დაატენიანოს, დაამშვიდოს, კვებოს კანი და ამავე დროს ჰქონდეს ნაოჭების საწინააღმდეგო ფუნქციაც

მიზონის Mizon/CICALURONIC - სახის გამწმენდი ბალზამი

ტონერის გამოყენება მარტივია: სუფთა სახის კანზე დაბანის შემდეგ დაიტანეთ ქაფისებური ტონერი ხელის მსუბუქი დარტყმით

ასევე შეიძლება მასა დამატოთ სახის დასაბან წყალს, არ საჭიროებს ჩამობანას.

„მიზონის“ სახის ამ ტონერის გამოყენება შესაძლებელია ნიღბის სახითაც, რისთვისაც საჭიროა ტონერის მცირე რაოდენობით ბამბის ფირფიტაზე დატანა და შემდეგ სახის კანზე თანაბრად გადანაწილება, განსაკუთრებით კანის გამომშრალ ადგილებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი