გრიგოლეთში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.
ხანძარი ერთი საცხოვრებელი სახლიდან მეზობელ შენობებზე გადავიდა, რასაც ადგილობრივები სახანძრო-სამსაშველო სამსახურის დაგვიანებას უკავშირებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სახანძრო სამაშველო სამსახური შეტყობინების შემოსვლისთანავე გავიდა ადგილზე.
ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 ეკიპაჟი.








