ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის” პუნქტი ამოიღეს

26 მაისი, 2021 • 1366
აფხაზეთში საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის” პუნქტი ამოიღეს

სოხუმში 2020 წლის დეკემბერში მიღებული აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეც იყო საუბარი, საქართველოს შესახებ პუნქტი ამოიღეს.

შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა.

საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის აღნიშნული პუნქტის მიხედვით, აფხაზური მხარე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჟენევის ფორმატის მიღმა, “საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას” უშვებდა.

საგარეო კონცეფიის აღნიშნულ პუნქტს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მისი გუნდის მიმართ ოპოზიციური ძალების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბჟანიას და მის მთავრობას, რომელსაც აფხაზეთში პერიოდულად პროქართულ განწყობებში ადანაშაულებენ, ინტერვიუებსა და გამოსვლებში თავის მართლება და იმის მტკიცება უწევდათ, რომ “საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა აფხაზეთის ინტერესების ღალატს და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარს არ ნიშნავს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი