ნეტგაზეთი | გოლეთიანის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა გოლეთიანის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა – Netgazeti
Batumelebi | RU

გოლეთიანის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს პარლამენტიდან დაუკავშირდნენ და პარლამენტის თავჯმდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა შესთავაზეს.

გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ჰკითხა, რა უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი- პარლამენტისკენ მსვლელობით მისვლა და საუბარი, თუ არა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა ხელების აწევით მსვლელობას დაუჭირეს მხარი. გოლეთიანი აცხადებს, რომ შეხვედრა იქნება ღია. “დაველოდოთ მათ ზარს, არიან თუ არა ისინი მზად ღია შეხვედრისთვის”, – აცხადებს გილეთიანი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თუმცა, უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com