ახალი ამბები

ვაჟა-ფშაველასა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსადგურები დროებით დაიკეტა

24 მაისი, 2021 • 2155
ვაჟა-ფშაველასა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსადგურები დროებით დაიკეტა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებისთვის დროებით დაიკეტა.

უწყება განმარტავს, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო ეს ორი სადგური ჯერჯერობით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

„საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.


ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი