ახალი ამბები

აშშ-მა საქართველოს გრანტის სახით $67 მილიონი გამოუყო

21 მაისი, 2021 • 1516
აშშ-მა საქართველოს გრანტის სახით $67 მილიონი გამოუყო

USAID-მა პროგრამის – “საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის” – ფარგლებში საქართველოს გრანტის სახით 67 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 21 მაისს განაცხადა, შეთანხმების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად მიიღებს 300 მლნ აშშ დოლარზე მეტ თანხას:

“საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის” შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდაჭერას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს, ხოლო ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება [ამ დაფინანსების] 330 მლნ დოლარამდე გაზრდა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგრანტო შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი  მიმართულებებით — კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი