ახალი ამბები

„ლელომ“ ცესკოში წევრად გიორგი სიორიძე წარადგინა

20 მაისი, 2021 • 1777
„ლელომ“ ცესკოში წევრად გიორგი სიორიძე წარადგინა

ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ცესკოში ფრაქციის წარმომადგენლად გიორგი სიორიძე წარადგინა. სიორიძე დღეს, 20 მაისს, ფრაქციის წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და ანა ნაცვლიშვილმა წარადგინეს.

ჩვენ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციას, გვაქვს საშუალება, წარვადგინოთ ცესკო-ს წევრად ბატონი გიორგი სიორიძე, გამორჩეული ერუდიციის ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, უშუალო მონაწილეა და, შეიძლება ითქვას, თანაავტორიც[…] ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცესკო იყოს დაკომპლექტებული კვალიფიციური პიროვნებებით. მიგვაჩნია, რომ ცესკოში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ცესკოს დაეტყოს რეალური ცვლილებები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, “ამბიციური საარჩევნო რეფორმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტებას გულისხმობს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი