18 მაისს სოხუმში მოკლეს ქემალ არძინბა, აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი.

რუსული სამთავრობო გამოცემის, „სპუტნიკის“ აფხაზეთის ფილიალი დე ფაქტო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ქემალ არძინბას
17:00 საათზე ესროლეს სოხუმში, ჩაჩბას ქუჩის #9-ის ეზოში.

უწყების ცნობით, სულ მცირე, სამჯერ გაისროლეს ჯერჯერობით დაუდგენელი მარკის ცეცხლსასროლი იარაღიდან.

არძინბა 17:40 საათზე, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება დაწყებულია, ქალაქიდან გასასვლელები კი – დაკეტილი. ჯერჯერობით თავდამსხმელი არ არის იდენტიფიცირებული.

ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი იყო. იგი 2010 წელს გარდაიცვალა.