ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დასადგენად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

18 მაისი, 2021 • 885
აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დასადგენად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზინდეტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, თითოეულ მათგანთან სატელეფონო საუბარში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციის საკითხში მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.

სალივანის თქმით, აშშ მზადაა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში ორმხრივი კონსულატციების გზით “რეგიონში შერიგებას” მიაღწიონ.

12 მაისს აზერბაიჯანელი სამხედროები შავი ტბის რაიონისკენ გადაადგილდნენ, რასაც სომხურმა მხარემ სიუნიქის რაიონში შეჭრა უწოდა. აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ ის ხელმძღვანელობს არსებული რუკებით და საზღვრის დადგენის სამუშაოებს ატარებს.

“აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ მოიტანა ყალბი რუკები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სომხეთის სუვერენული ტერიტორია არ უნდა იყოს დარღვეული და აზერბაიჯანელი ძალები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ საწყის პოზიციებზე”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეეცადნენ განეხორციელებინათ “გარკვეული აქტივობები” სიუნიქის პროვინციაში, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სომხურმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ფაშინიანის მიხედვით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს სომხეთის საზღვარი და 3.5 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. სიუნიქის პროვინცია სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის ამ მონაკვეთის დემილიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, რადგან საზღვრის ორივე მხარეს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიწყეს საკუთარი საზღვრის დაკავება საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული რუკების მიხედვით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი