ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია სირიაში ბაშარ ასადთან შესახვედრად ჩავიდა

17 მაისი, 2021 • 857
ბჟანია სირიაში ბაშარ ასადთან შესახვედრად ჩავიდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით დე ფაქტო მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად სირიის არაბულ რესპუბლიკაში იმყოფება.

აფხაზური მედიის ცნობით, ოფიციალური ვიზიტი დღეს, 17  მაისს პრეზიდენტ ბაშარ ასადთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრით დაიწყება.

დამასკოში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩო 2020 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ შეწყვიტა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

2018 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირე რუსეთია, რომლის დახმარებით აფხაზეთი სხვადასხვა ქვეყნის საერთაშიროსო აღიარებას ცდილობს.



 

მასალების გადაბეჭდვის წესი