ახალი ამბები

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად მღვდლები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

16 მაისი, 2021 •
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად მღვდლები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანის განცხადებით, 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად” თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

“17 მაისს, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია II – ის კურთხევით მოხდება დედაქალაქის დალოცვა. ამ მიზნით მოძღვრები 11:00 საათზე შეიკრიბებიან წმ. სამების საკათედრო ტაძარში და შედგება წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემგზავრებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობაც და ქუჩებიც”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახის სიწმინდის დღე, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა, ილიამ მეორემ დააწესა.

ამ დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი