ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არსებული რუკებით ვხელმძღვანელობთ” | ბაქო საზღვრების საკითხზე ერევნის შფოთვას არ იზიარებს

14 მაისი, 2021 • 966
“არსებული რუკებით ვხელმძღვანელობთ” | ბაქო საზღვრების საკითხზე ერევნის შფოთვას არ იზიარებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროასევე ავრცელებს განცხადებას სომხური მხარის განცხადებების საპასუხოდ, რომელშიც საუბრობს “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით მიღებულ ზომებზე” და აცხადებს, რომ “სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ზოლის გასწვრივ სამუშაოები არსებული რუკების მიხედვით ხორციელდება”.

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ცნობილი მიზეზების გამო, ორ სახელმწიფოს შორის არ არსებობდა სახელმწიფო საზღვარი. სწორედ ამიტომ, ამჟამად რთული ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს მხარეეების უთანხმოება.

გაკვირვებას იწვევს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სომხური მხარის არაადეკვატური რეაგირება და პროცოკაციული განცხადებები. დაუშვებელია, სომხეთში წინაასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებით ოფიციალური წრეების მიერ ამ საკითხის გამოყენება.

სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს ვურჩევთ, პანიკას არ აჰყვნენ, მიიღონ რეალობა და რეგიონში ვითარება არ დაძაბონ”, – ეს არის ამონარიდი აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებიდან.


სომხური მხარის მიერ 13 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სიუნიქის პროვინციაში მოხდა, იყო აზერბაიჯანის მიერ დადგმული პროვოკაცია.

“აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ მოიტანა ყალბი რუკები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სომხეთის სუვერენული ტერიტორია არ უნდა იყოს დარღვეული და აზერბაიჯანელი ძალები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ საწყის პოზიციებზე”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეეცადნენ განეცორციელებინათ “გარკვეული აქტივობები” სიუნიქის პროვინციაში, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სომხურმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ფაშინიანის მიხედვით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს სომხეთის საზღვარი და 3.5 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. სიუნიქის პროვინცია სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვრის ამ მონაკვეთის დემილიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა, რადგან საზღვრის ორივე მხარეს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბაქოს პოზიციის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიწყეს საკუთარი საზღვრის დაკავება საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული რუკების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი