ახალი ამბები

საპარლამენტო ფრაქციის შექმნას “სტრატეგია აღმაშენებელიც” გეგმავს

13 მაისი, 2021 • 965
საპარლამენტო ფრაქციის შექმნას “სტრატეგია აღმაშენებელიც” გეგმავს

საპარლამენტო ფრაქციის შექმნას “სტრატეგია აღმაშენებელიც” გეგმავს.

როგორც “სტარტეგია აღმაშენებლის” წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია ამბობენ, ფრაქციასთან დაკავშირებით გარკვეულ ადამიანებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, კონკრეტულად ვინ შეიძლება მათ ფრაქციაში ვიხილოთ, არ ასახელებენ. “ამ ადამიანებთან გარკვეული შეთანხმება არის მიღწეული, უბრალოდ, შეთანხმება არ მაქვს მიღწეული იმ საკითხზე, რომ ახლა ვისაუბრო ამაზე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ფრაქციასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში დაბრუნდება.

ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა 7 დეპუტატი. სტრატეგია აღმაშენებელს ამ დროისთვის პარლამენტში 3 დეპუტატი ჰყავს. ლელოს 4-მა წევრმა, სალომე სამადაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შვაგულიძემ დღეს დააფუძნეს ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი