ახალი ამბები

სესიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და ღარიბაშვილის მრჩევლად ინიშნება

13 მაისი, 2021 • 1538
სესიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და ღარიბაშვილის მრჩევლად ინიშნება

ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 13 მაისს, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სესიაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია “ქართული ოცნებიდან”. 2012-2020 წლებში იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სესიაშვილი საპარლამენტო მანდატს ტოვებს და მას პარლამენტში “ქართული ოცნების” სიის მიხედვით, გელა სამხარაული ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.