ახალი ამბები

შესაძლოა, მაისის ბოლოს გადავხედოთ – გაბუნია “კომენდანტის საათზე”

11 მაისი, 2021 • 633
შესაძლოა, მაისის ბოლოს გადავხედოთ  – გაბუნია “კომენდანტის საათზე”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება ეპიდემიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და თუ მაისის ბოლოს გაუმჯობესდება, მაშინ შესაძლებელი იქნება, მთავრობამ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი, რომელიც ახლა გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ შეგვეძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი