ახალი ამბები

ყაზანის სკოლაში 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლეს

11 მაისი, 2021 • 1978
ყაზანის სკოლაში 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში დილიდან სროლა იყო, იტყობინება რუსული მედია. სკოლის შენობა ამჟამად ალყაშია მოქცეული, მიდის მოსწავლეების ევაკუაცია.

„ინტერფაქსის“ წინასწარი მონაცემებით, მოსწავლეებს ცეცხლი 17 წლის მოზარდმა გაუხსნა. გამოცემა წერს, რომ იგი ოპერატიულად დააკავეს.

თუმცა, „ინტერფაქსის“ წყაროს განცხადებით, სკოლაში ორი თავდამსხმელი იყო და ერთ-ერთი მათგანი კვლავ სკოლის შენობაში, მეოთხე სართულზე ბლოკირებული რჩება.

„რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შემდეგ სკოლაში აფეთქებაც მოხდა.

სროლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ვრცელდება ინფორმაცია თორმეტ დაშავებულზე, ოთხი მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ წერს, რომ სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. „ბაზას“ ცნობით, დაკავებულმა მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში ბომბი დადო. სამართალდამცავები გეგმავენ ბინის ბლოკირებას და შტურმს.


გარეკანის ფოტო: Егор Алеев / ТАСС

მასალების გადაბეჭდვის წესი