ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტი დათხოვნილია – ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა

11 მაისი, 2021 • 786
სომხეთის პარლამენტი დათხოვნილია – ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი ორი კვირის განმავლობაში ორ ჯერზე არ აირჩია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი დათხოვნილია. შესაბამისად,  სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა.

2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ფაშინიანმა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომი მოვლენებისა და აქციების შემდეგ გაასაჯაროვა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა და ოპოზიცია ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. შესაბამისად, ფაშინიანი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი