ნეტგაზეთი | დიდუბეში ხანძარია დიდუბეში ხანძარია – Netgazeti
RU | GE  

დიდუბეში ხანძარია

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ საბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს. ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზებაც.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რას გაუჩნდა ცეცხლი და რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სხვადასხვა საწყობს მოედო, მათ შორისაა მეორადი ტანსაცმლის საწყობიც.

მასალა განახლდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.