ახალი ამბები

გარდაიცვალა რეჟისორი ბუბა ხოტივარი

7 მაისი, 2021 • 1820
გარდაიცვალა რეჟისორი ბუბა ხოტივარი

რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ბუბა ხოტივარი ავტორია  როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმებისა: „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“, “დიმიტრი II”, “ლეხაიმ” და “ლაზარეს თავგადასავალი” (ქართლოს ხოტივართან ერთად).

მან  1966 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, 1971 წელს კი, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

ის იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2019 წლიდან – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას. ის ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი