მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეს, 9 მაისს ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ.
გარდა “გამარჯვების აღლუმისა”, ღონისძიებები გაიმართება სკოლებსა და ბიბლიოთეკებში. ასევე ჩატარდება კონცერტებიც.
დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, “RES-ის” თანახმად, იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხებენ დაესწრონ 9 მაისის ღონისძიებას, ჩატარდება პერსონალური მარშები.
აღლუმის გენერალური რეპეტიცია დღეს, 7 მაისს გაიმართება.
“RES-ის” მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან მონაწილეობა 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათგან 11 ათასზე მეტი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 7000 დაიკარგა.
