ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა

5 მაისი, 2021 •
ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, 5 მაისს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან იმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში მასპინძლობს.

“ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გავმართე.
ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ. მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ ალიევს ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას თბილისში”, – წერს ღარიბაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ოფიციალური ცნობითვე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი