ახალი ამბები

თბილისში უხვი ნალექის გამო 100-მდე შეტყობინება შემოვიდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1 მაისი, 2021 •
თბილისში უხვი ნალექის გამო 100-მდე შეტყობინება შემოვიდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო ამ დრომდე [00:54] 100-დე შეტყობინება შევიდა.

სამსახურის ცნობით, შეტყობინებების უმეტესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოებისა და ქუჩების დატბროვას უკავშირდება. დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

“ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით 20-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი