ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი პოლიციის მიერ ზუგდიდში მამა-შვილის დაჭრის ფაქტს იძიებს

30 აპრილი, 2021 •
სახელმწიფო ინსპექტორი პოლიციის მიერ ზუგდიდში მამა-შვილის დაჭრის ფაქტს იძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდის რაიონში პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამსახური შეისწავლის, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე მამა-შვილის დაკავებისას.

“2021 წლის 30 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ინციდენტი ზუგდიდში გუშინ მოხდა. დაშავებულების ოჯახის წევრი მედიასთან ამბობს, რომ მამა-შვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მათთვის სროლის აუცილებლობა არ არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი