ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 44 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. უბედური შემთხვევა ისრაელის ჩრდილოეთში, მერონის მთაზე მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ჭყლეტა.
გარდიანის ცნობით, რელიგიურ შეკრებაზე ათობით ათასი ულტრაორთოდოქსი ებრაელი მორწმუნე იმყოფებოდა. დღესასწაული მთელი ღამის განმავლობაში ლოცვას, ცეკვას და სიმღერას ითვალისწინებს.