ახალი ამბები

პრობლემა წარმოიშვა საერთაშორისო მომწოდებლისგან — ძნელაძე ხარვეზზე საბარათე ოპერაციებში

29 აპრილი, 2021 •
პრობლემა წარმოიშვა საერთაშორისო მომწოდებლისგან — ძნელაძე ხარვეზზე საბარათე ოპერაციებში

“საქართველოს საბანკო ასოციაციის” პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ბანკების საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა დიდწილად აღმოფხვრილია. მისი თქმით, ამჟამად შეფერხების ზუსტ მიზეზებს ადგენენ.

“ამ პრობლემის ძირითადი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია. არის დარჩენილი მცირედი ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრისთვის, ალბათ, მცირე დრო — 1,2 საათი — კიდევ იქნება საჭირო.

აღნიშნული პრობლემა წარმოშობილი იყო საერთაშორისო მომწოდებლის მხრიდან და ველოდებით პასუხს, ზუსტად რა პრობლემაზეა საუბარი”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

ძნელაძის თქმით, პრობლემამ თავი 29 აპრილს, საღამოს საათებში იჩინა. სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერდა, რომ “საქართველოს ბანკისა” და “TBC ბანკის” ტერმინალებითა და ბანკომატებით ვერ სარგებლობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი