ახალი ამბები

ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს – ლანდსბერგისი

29 აპრილი, 2021 • 618
ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს  ნატოსკენ მისწრაფებებს – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 აპრილს, ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლანდსბერგისს მისი რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება შევახსენეთ, რომ ლიეტუვა აპირებს, ნატოს წევრ ქვეყნებს შესთავაზოს უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა. ლანსბერგისს ვკითხეთ, როგორია ამ კუთხით საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება და როგორ წარმოუდგენია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, უკრანიასთან ერთად, თუ ცალკე.

“პირველ რიგში, აღვნიშვნავ, რომ ლიეტუვა  მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მისწრაფებებს ნატოსკენ. ჩვენ ერთგული ვართ განაცხადის, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით გაკეთდა, რომ ორ ქვეყანას უნდა შესთავაზონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ქვეყანამ, როგორც უკრაინამ, ასევე საქართველომ, უნდა განაგრძოს სვლა. მიუხედავად იმისა, რომ, არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავებები, მაგრამ მსგავსებებიც არის. მაგალითად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, აგრეთვე, საფრთხეები ორივე ქვეყნის მიმართ, ასევე, ის შესაძლებლობები, რაც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ კურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვიხილოთ ორივე ქვეყნის [გაწევრიანება]”, — განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი