საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი მთლიანი შიდა პროდუქტი 4.2%-ით არის შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და სხვა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
იანვარ-მარტში ექსპორტი 5.2%-ით 820.6 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით დაახლოებით 1.9 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 5 291 საწარმო დარეგისტრირდა, რაც 118.1%-ით მეტია წინა წლის მარტთან შედარებით. 21%-ით გაიზარდა გასული წლის მარტთან შედარებით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა და თითქმის 8 მილიარდი ლარი შეადგინა.
გასული წლის მარტში კორონავირუსის გამო ქვეყნაში “ლოქდაუნი” იყო გამოცხადებული.