ახალი ამბები

ზოგიერთ ექიმს თვეში ხელფასი 300 ლარი აქვს და ზოგიერთს – 120 000 ლარი — ტიკარაძე

28 აპრილი, 2021 •
ზოგიერთ ექიმს თვეში ხელფასი 300 ლარი აქვს და ზოგიერთს – 120 000 ლარი — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ექიმების ანაზღაურება არ არის “სიმეტრიული” და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის თვიური შემოსავალი კი 120 000 ლარია. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

“შეიძლება, ეს იყოს ძალიან მოულოდნელი, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იყოს გაცხადებული. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომელსაც ახლა დავასახელებ, ნადმვილად არ შემეშლება: ზოგიერთ ექიმს თვეში ანაზღაურება აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 000 ლარი. ალბათ, თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო.

ეს არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი და ეს გარემობა ნამდვილად არის ყურადღებამისაქცევი. შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი, რადგან 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ხალათი, რომელიც აცვია, ეცვას ღირსეულად და იყოს ისევე დაფასებული, როგორც იმ ექიმს, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120 000-ლარიანი შემოსავალი თვეში”, — განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი