ახალი ამბები

“უცნობი” და შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში უდგებიან

28 აპრილი, 2021 • 1048
“უცნობი” და შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში უდგებიან

გია გაჩეჩილაძე [უცნობი] და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს “პოლიტმედიაპატიმრებს” უწოდებენ და სასამართლოზე თავდებში დადგომას გეგმავენ. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ და შაქარშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადეს.

შაქარაშვილის თქმით, თავდებში დადგომის შესახებ ელექტრონულ დოკუმენტს 3 დღის განმავლობაში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი განცხადებით, ბრალდებულების ადვოკატები ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“ჩვენ იმედი გვავქს, რომ გათვალისწინებული იქნება სასამართლოსთან მისული საზოგადოების და დოკუმენტზე ხელმომწერი ათასობით ადამიანის პოზიცია. სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე კი ბიჭები გათავისუფლდებიან”, – განაცხადა შაქარაშვილმა.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები: გიორგი სახელაშვილი, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სანაიას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, უთხრა, რომ დაცვის მხარე დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას და 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი