ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის”.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა, ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.
“ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.