ახალი ამბები

“ვაქცინაციის ოფიცრები” მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან — ტიკარაძე

28 აპრილი, 2021 • 600
“ვაქცინაციის ოფიცრები” მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის სამინისტრო ზრდის კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას და ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში უახლოეს მომავალში ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

„ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდ ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. ასევე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სულ მალე ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, “ვაქცინაციის ოფიცრები” მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი