პროექტი „გუმბათი ხეივანში“ გუმბათი ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული და დასრულებული პროექტია ბათუმში, ქალაქის ახალ უბანში – გმირთა ხეივანში. პროექტის უნიკალური არქიტექტურა აერთიანებს 3 საცხოვრებელ კომპლექსს და ამავე სივრცეში განთავსებულ თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრს.
გუმბათი ჯგუფი გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ თანამედროვე არქიტექტორული სტილით შექმნილი უბნის ბინადარი. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებს და შესაძლებლობას შეიძინოთ ბინა დაბრკოლებების გარეშე. გუმბათი ჯგუფის 22-წლიანი გამოცდილება და ათეულობით ჩვენი კმაყოფილი მცხოვრები გარანტიაა ნდობისა და ხარისხის.
გუმბათი ჯგუფმა მშენებლობისას გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელიც მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ბინის შეძენისას – ლოკაცია, მშენებლობის ხარისხი და ვიზუალური ხედი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას თქვენი კომფორტულად ცხოვრებისთვის.
ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე პარტნიორი ბანკის იპოთეკური სესხით.
ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა!