ახალი ამბები

კუჭავა უფრო დაბალანსებულია, მისი პოლიტიკური წარსული უფრო მიუკერძოებელია — იოსელიანი

26 აპრილი, 2021 • 836
კუჭავა უფრო დაბალანსებულია, მისი პოლიტიკური წარსული უფრო მიუკერძოებელია — იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა უფრო ნეიტრალური და დაბალანსებული იქნება, ვიდრე არჩილ თალაკვაძე იყო.

თუმცა იოსელიანი ჯერჯერობით არ ამბობს, დაუჭერს თუ არა თავად მხარს კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას.

“დავუჭერ თუ არა მხარს ბატონი კუჭავას კანდიდატურას, ხვალ კენჭისყრის დროს გაიგებთ. არ გავუსწროთ მოვლენებს, ამაზე ჩვენ გუნდის შიგნითაც გვექნება კონსულტაციები. ეს ცვლილება ჩემთვისაც ცოტა მოულოდნელი და გაუგებარი იყო, თუმცა ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური, დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. უფრო მეტი მტკიცებულება, რა იყო ამის მიზეზი, არ გამაჩნია.

მე არ ვწყვეტ, ვინ იქნება ოპოზიციური პარტიის სპიკერი. შესაბამისად, უხერხულობას შემიქმნის თუ არა, ჩემი მოვალეობაა, ვიჯდე დარბაზში და გავუწიო ოპონირება. კუჭავა არის უფრო დაბალანსებული ადამიანი. მისი პოლიტიკური წარსული ბევრად უფრო მიუკერძოებელია პოლიტიკური განცხადებების თავლსაზრისით”, — განაცხადა იოსელიანმა.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებებში ჩართულობა დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება მის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. თალაკვაძის შემცვლელად კი “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი