მთავრობამ 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის 500 მილიონის დახარჯვა დააანონსა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა,  განვითარება და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შექმნასაც გეგმავს. … ვრცლად მთავრობამ 63 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის 500 მილიონის დახარჯვა დააანონსა