ახალი ამბებირეკლამა

ბალანსი – ქართული სავაჭრო პროგრამა

26 აპრილი, 2021 •
ბალანსი – ქართული სავაჭრო პროგრამა

პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამა, რომელიც იდეალურია მცირე და საშუალო საცალო თუ საბითუმო ტიპის სავაჭრო კომპანიებისთვის.

ტრადიციული საბუღალტრო პროგრამებისგან განსხვავებით, ბალანსის ერთიან სისტემაშია მოქცეული ვაჭრობისათვის საჭირო სრული ფუნქციონალი: მაღაზიის პროგრამა – მოლარის სამუშაო სივრცე, შესყიდვებისა და გაყიდვების მოდული, საწყობის პროგრამა – ფინანსები და ბუღალტერია. პლუს ამასა, შესაძლებელია მენეჯერული რეპორტების მიღება. რამდენიმე თვის წინ პროგრამას მოლარის ე.წ. „თაჩიანი“ ინტერფეისიც დაემატა, იგივე POS და ამით სრულად დაიფარა ვაჭრობის ავტომატიზაცია.

ბალანსი, balansi

ორი სიტყვით მოგიყვებით როგორ მუშაობს ბალანსის გაყიდვებისა და შესყიდვების მოდული და რა კავშირშია იგი საწყობთან და ბუღალტერიასთან:

პროგრამაში აღირიცხება ანგარიშსწორების განსხვავებული პირობები – ბალანსში პროგრამულად ფიქსირდება თითოეული მომხმარებლის ხელშეკრულება და შესაბამისად იწერება ამ მომხმარებლისათვის დადგენილი პირობები. მაგალითად, განსხვავებული ფასი პროდუქციაზე. ასევე შესაძლებელია კონკრეტული პროდუქტსაც გაეწეროს რამდენიმე ფასი – საბითუმო, საცალო, ფასდაკლებული და ა.შ. ფასდაკლებების დადგენა შესაძლებელია წინასწარ – მაგალითად, საახალწლო ფასდაკლება დეკემბრის თვეზე, კონკრეტულ რიცხვზე, ვთქვათ 31 დეკემბერს, ან მხოლოდ ერთ მაღაზიაზეც კი, თუ კომპანიას რამდენიმე სავაჭრო წერტილი აქვს.

ბალანსში ფიქსირდება რეალიზაციის სრული ჯაჭვი: პირველად შესაძლებელია მომხმარებლებისთვის კომერციული შეთავაზების გაფორმება, შემდეგ მას მიაებას მომხმარებლის შეკვეთა, და საბოლოო ჯამში დასრულდეს რეალიზაციით. ამასთან, რეალიზაცია პარალელურად აისახება საგადასახადო პორტალ RS.ge-ზე. პლუს, თუ მომხმარებელმა დააბრუნა შეძენილი პროდუქცია, უკვე შექმნილი რეალიზაციის საფუძველზე შესაძლებელია დაბრუნების დაფიქსირებაც – შედეგად ბალანსში ჩანს რეალიზაციის სრული პროცესი.

პარალელურად ის რაც იყიდება და ფიქსირდება გაყიდვების მოდულში, ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან. ბალანსში შესაძლებელი რამდენიმე საწყობის მართვა, ამ საწყობებზე კი მენეჯერის დადგენა და მათთვის ავტორიზაციის მინიჭება – ასეთ შემთხვევაში საწყობიდან გასულ პროდუქციაზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი. ბალანში პროგრამულად აღირიცხება საწყობებს შორის გადაადგილებაც.

გაყიდვების ანალოგიურია შესყიდვების პროცესსა და საწყობს შორის ინფორმაციის გაცვლა – შესყიდვების მოდულში დაფიქსირებული პროდუქცია ავტომატურად აისახება საწყობში. 

ბალანსი ქართული პროგრამა

ოველდღიურ პროცესებსა და ფინანსურ აღრიცხვასთან ერთად ბალანსს აქვს სრულყოფილი რეპორტინგის სისტემა. პროგრამაში უკვე არის 200 მდე მზა რეპორტი. ამასთან, შესაძლებელია რეპორტების აწყობა ინდივიდუალურად, განსხვავებული ანალიტიკებისა და დამატებითი რეკვიზიტების დამატება იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციის მიღება სურს მომხმარებელს რეპორტით.

გაყიდვების რეპორტში აღსანიშნავია AGING რეპორტი – იგივე მომხმარებლების დავალიანების რეპორტი , რომელშიც თითოეული მომხმარებლისათვის გაწერილია ანგარიშსწორების პირობები, ხოლო რეპორტის საშუალებით კონტროლდება რამდენად დროულად სრულდება ეს პირობები, რამდენია ვადაგადაცილება და ა.შ. ამასთან, რა თქმა უნდა რეპორტებში შესაძლებელია გაყიდვების, შემოსავლისა და მოგების კონტროლი პერიოდის და პროდუქტების მიხედვით.

საწყობის რეპორტებით კონტროლდება მარაგების რაოდენობა, თითოეული საწყობში, ვარგისიანობის ვადები, მარაგების გადაადგილება. ასევე, შესაძლებელია თითოეული პროდუქციისათვის მინიმალური და უარყოფითი ნაშთების დადგენა: მინიმალური ნაშთების კონტროლი კომფორტულია სწრაფად რეალიზებადი პროდუქციის შემთხვევაში – დაადგენ  ზღვარს და როდესაც, პროდუქციის რაოდენობა ამ ზღვარს ჩამოცდება რეპორტში ეს პროდუქტი გაწითლდება, რაც ნიშანია იმისათვის რომ შესყიდვის დროა. უარყოფითი ნაშთების კონტროლის გააქტიურების შემდეგ, მოლარეს ან გაყიდვების ოპერატორს არ შეეძლება ისეთი რეალიზაციის გატარება, რაც რეალურად ნაშთში არ არის.

პლუს ამას, პროგრამაში შექმნილია ყველა ძირითადი ფინასური რეპორტი რაც დეკლარირებისთვის არის საჭირო და რაც განსაკუთრებით კომფორტულია ბუღალტრებისთვის.

თუმცა, ეს პროგრამის ფუნქციონალის მხოლოდ ნაწილია, ბალანსში ერთიან სისტემაშია ბიზნეს და საბუღალტრო აღრიცხვისათვის საჭირო ყველა მოდული. პროგრამა დაწერილია 1C პლატფორმის უახლეს 3.8 პლატფორმაზე, აქვს სამენოვანი ინტერფეისი (ქართული, ინგლისური, რუსული) და მორგებულია ქართულ კანონმდებლობას.

პროგრამის შესახებ სრული ინფო და უფასო დემო ვერისა შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე ან დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს – 591 766 766.

მასალების გადაბეჭდვის წესი