მედიის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ აფასებს უკრაინული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დამატებითი ძალების უკრაინის საზღვრებიდან გაყვანისა და წვრთნების შეწყვეტის შესახებ, უკრაინელმა პირველმა დიპლომატმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ეს მოვლენათა “მისასალმებელი განვითარებაა”.
“თუ რუსეთი ნამდვილად დაიხევს უკან უკრაინის საზღვრებიდან, ეს უკვე დაძაბულობას შეამსუბუქებს. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნაბიჯი არ დაასრულებს ამჟამინდელ ესკალაციას და არც კონფლიქტს, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობს.
პირველ რიგში, რუსული განცხადებები არის მშვენიერი, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით, რომ ვიხილოთ კონსტრუქციული ნაბიჯები.
მეორეც, რუსული ძალები არა მხოლოდ ჩამოვიდნენ უკრაინის საზღვართან, შემდგომ უკან გაბრუნდნენ, არამედ ჩაატარეს სახიფათო წვრთნები და შექმნეს რეალური საფრთხე უკრაინისათვის.
რუსეთი კვლავ ვალდებულია აუხსნას უკრაინას, ეუთოსა და საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რატომ იყო საჭირო ამ რაოდენობის ძალისა და თავდასხმითი იარაღის უკრაინის საზღვართან განლაგება”, – განაცხადა კულებამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “სასწავლო მიზნების მიღწევის შემდეგ” უკრაინის საზღვარსა და შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნების დასრულებისა და სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება 22 აპრილს მიიღო.